საინჟინრო კომპანია ბაუმერსა და ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს” შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, სტაჟირებებსა და ტრენინგებს, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა გამოიყენონ რეალურ საინჟინრო გარემოში
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას, ცოდნის გაზიარებას და მათ დასაქმებას საინჟინრო სფეროში